mosmzadebeliწლის მანძილზე მოხდება ბავშვების სკოლისათვის მომზადება.

 ისინი შეისწავლიან :დედაენის საფუძვლებს
სახალისო მათემატიკას
ქართულ ხალხურ სიმღერებასა და საგალობლებს.
მეტყველებას
ინგლსურს
ხატვას
ცეკვას
საესტრადო სიმღერებს
ბავშვებთან იმუშავებს ფსიქოლოგი
სკოლაში მუდმივად იმყოფება ექიმი
დღის მანძილზე ბავშვები უზრუნველყოფილნი იქნებიან ორჯერადი კვებით
(ერთ ჯგუფში 10 მოსწავლეა.)
 დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტ. 551 63 30 00
ალ. ყაზბეგის 47

გალობა

ახალი ქართული სკოლის მოსწავლეები სწავლობენ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს.

პედაგოგი ლია სალაყაია

ეროვნული მუსიკალური ენა  იგევე მნიშვნელობის მატარებელია, ადამიანისათვის, როგორც მშობლიური ენა და მიგვაჩნია, რომ მისი შესწავლა, ისევე როგორც ხალხური ტრადიციული ცეკვის ბავშვობიდანვე უნდა მოხდეს და საფუძვლად დაედოს მსოფლიო კულტურის ეროვნული ნიმუშებისადმი ინტერესს.

დედაენის დღე

12 აპრილს სკოლა-ლიცეუმ "კვირიკეში" გამართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი.

 

ზეიმში მონაწილეობდნენ პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები. ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს,  შეასრულეს სიმღერები, ასევე ნახეს მულტიპლიკაციური ფიმი " ბობმბორა სწავლობს კითხვას". ზეიმის დასასრულს კითხვისა, კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები.

ზეიმის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი სკოლა-ლიცეუმ "კვირიკეს" პედაგოგი - თეა გურაბანიძე.

ზეიმი მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჩურჩხელაშვილმა.

Submit to FacebookSubmit to Google BookmarksSubmit to Twitter
კვირის ლიდერი ლიზი დარასელია
კვირის ლიდერი გურამ თურდია
QualityJoomlaTemplates.com
© 2011-2013, "ახალი ქართული სკოლა" . ყველა უფლება დაცულია.